რაჭაში, კურორტს შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა სამაშველო
ოპერაციას ტერიტორიაზე ვერტმფერნის დაჯდომის შემდეგ დაიწყებენ.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ
ქრისტინე კობახიძემ განუმარტა. მისი ინფორმაციით, რაჭაში,
მეწყრულ ზონაში, სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მყოფი დაახლოებით 40
ადამიანი იმყოფება.
„შოვში ვერტმფრენი წუთი-წუთზე დაჯდება, შემდეგ უკვე სამაშველო
ოპერაცია დაიწყება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. [მეწყრულ ზონაში
მყოფი] რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა და მათ ვერტმფრენისთვის
ლოკაციები გავაგზავნინე. „სანსეტ შოვის“ დამსვენებლები და სასტუმროში
მომუშავე დაახლოებით 40 ადამიანია და დამატებით კიდევ რამდენი
ადამიანია ვერ გეტყვით. ეს ადამიანები ცოცხლები და საღსალამათები
არიან. დეტალურად ვერაფერს გეუბნებით“, - განაცხადა ქრისტინე
კობახიძემ.
რაჭაში, დღეს მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში
ჩარჩენილი არიან ადამიანები.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები