გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 29 ივლისის
დილამდე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი
ქარი.
სინოპტოკოსების პროგნოზით, 29 ივლისს, დილიდან გამოიდარებს და 1
აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე
დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალიდან, 29 ივლისიდან, მხოლოდ ცალკეულ
რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში
იქნება, ხოლო 29-31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 1 აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34
გრადუსი დაფიქსირდება. 28-29 ივლისს იქროლებს ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები