ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში ადგილობრივ თამაზ დოღაძეს
საცხოვრებელი სახლი დაეწვა.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა, ძლიერმა ხანძარმა შენობა მთლიანად
გაანადგურა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზს
გამოძიება დაადგენს.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ
ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში
შესაბამისი სამსახური განიხილავს.
დოღაძეების ოჯახს ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც
მერიას ხანძრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.
მასალის გამოყენების პირობები