გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს,
საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა,
ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი
შტორმი.
ნალექიანი ამინდები საქართველოში
29 ივლისის დილამდე გაგრძელდება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები