საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ჩატარებული
გამოძიებით
დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში,
ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა
მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება
განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), რაც
10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის
გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით
დადგენილ ვადაში მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები