ხონში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ გოჩაჯიხაიში 24 ივლისს, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის მამაკაცს მეზობელმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობა დანით, გულის არეში
მიაყენა.
როგორც „ქუთაისიპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ცხელ კვალზე
ერთი პირია დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები