საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი
ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარი შეთანხმებით,
უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ქუთაისში
განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ასაღებდნენ ყალბ
ვალუტას.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 650 აშშ
დოლარის ოდენობის 13-ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას
7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები