დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს
VIP Lounge-ი დაემატება.
ახალი სივრცის მოწყობის
ან/და ოპერირების განხორციელების მიზნით, საქართველოს
აეროპორტების
გაერთიანება წინადადების მიღებას აცხადებს.
როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, VIP Lounge გაფრენის დარბაზში პირველ
და მეორე სართულზე მდებარე, დაახლოებით 270 კვ.მ
ფართში უნდა განთავსდეს.
ბიზნეს მოდელის
თაობაზე წინადადებები დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 19
აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
კომპანიას, რომელიც წინადადებას წარადგენს, მინიმუმ ერთ საერთაშორისო
აეროპორტში მსგავსი საქმიანობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
მასალის გამოყენების პირობები