გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისიდან საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექიანი ამინდები 26 ივლისამდე
გაგრძელდება.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა წვიმებმა საქართველოს
პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები