ქუთაისში მუსიკის კრიტიკოსებთან შეხვედრა გაიმართება
მუსიკის კრიტიკოსები ლაშა გაბუნია და გია ხადური ისაუბრებენ
თანამედროვე ქართულ მუსიკაზე 1990-იანების ქუთაისში, რა მუსიკალური
ხმები ისმოდა ქალაქში, როგორი იყო მისი კულტურული და სოციალური,
ლოკალური და ფართო მნიშვნელობა, როგორ წავიკითხოთ მუსიკალური გზავნილი
დღეს.
„ვილაპარაკებთ 1990-იანი წლების ქუთაისის მუსიკაზე, მის გავლენაზე
ზოგადად ქართულ მუსიკასა და კიდევ სხვა საინტერესო მუსიკალურ თემებზე,
რაც ჩვენს ქალაქთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნავს ღონსიძიების
ერთ-ერთი მონაწილე ლაშა გაბუნია.
ღონისძიების ადგილი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი (იგივე "სიყვარულის
ბაღი") იქნება.
დასაწყისი 20:00 საათზე.
მასალის გამოყენების პირობები