ქუთაისის იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა და მომხმარებელს სერვისს
ჩვეულ რეჟიმში მიაწვდის.
მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა
დაზიანებული იყო, რის გამოც მოქალაქეებისთვის
სერვისების მიღება შეფერხებული იყო.
ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო მობილური იუსტიციის
სახლები, საიდანაც შესაძლებელი იყო მზა დოკუმენტების მიღება და
განაცხადის ჩაბარება.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები გუშინ, 17 ივლისს, მთელი
დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები