სამცვერას ჩანჩქერთან, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვედა საზანოში მდებარეობს, მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ.
ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადავარდა, მეორე
ვერსიით კი, ის ჩანჩქერში გადახტა.
„ადიდებულ წყალში ფეხი დაუცდაო, ჩანჩქერზე, სადაც გადმოდის,
ჩავარდნილა დაბლა, თავი დაკრა ალბათ. იქ ქვებია ისეთი, სრიალებს ფეხი
და თუ არ იცი ცურვა, საშიშია. გუშინ, 5 საათის შემდეგ ეძებენ
მაშველები, მაგრამ ჯერ ვერ იპოვეს, დიდი იყო წყალი“,- ამბობს
ადგილობრივი.
18 წლის ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა
მიმდინარეობს. დაკარგული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
მასალის გამოყენების პირობები