ქუთაისში, ძლიერმა წვიმამ პრობლემები ელექტრომომარაგების მხრივაც
შექმნა.
ამ დროისთვის დენის მიწოდება შეწყვეტილი აქვს ბუხაიძის ქუჩას.
ელექტროენერგია ასევე გათიშულია ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში აცხადებენ, ლოკალური
ავარიების აღგენითი სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს და
მომხმარებლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა ღამესვე ან
დილით.
რაც შეეხება ბუხაიძის ქუჩას, სატრანსფორმატორო ჯიხურებიდან წყლის
ამოტუმბვა მიმდინარებბს და ელექტროენერგიის მოწოდება დღის მეორე
ნახევარში მოხდება.
ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია საცხოვრებელი სახლების
პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები.
დაიტბორა იუსტიციის სახლის ქუთაისის
ფილიალიც.
მასალის გამოყენების პირობები