გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს, საქართველოს
უმეტეს რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია
სეტყვაც.
სონოპტიკოსები 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე
დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ზღვაზე
შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმიც.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის
მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები