ახალი ამბები
ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
FaceBook
12 ივლისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში.

შეხვედრაზე გაზიარებულ იქნა პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალი აკადემიური კურსები/მოდულები და მოკლე სატრენინგო პროგრამები, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი სასერთიფიკატო პროგრამა, რომლებიც მომავალ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ცოდნა და უნარები, თუ როგორ იმუშაონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.


პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; Transilvania University of Brașov (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg, (UMR)) და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).

(R)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.