2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი 667 305 მგზავრს მოემსახურა.
ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს
შეადგენს.
ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით
აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების
რაოდენობას.
ჯამში კი საქართველოს აეროპორტებმა, ნახევარი წლის მონაცემების
თანახმად, 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად,
იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს
გაუთანაბრდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ
ქვრივიშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი
ავიაკომპანია ჰყავთ, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში
პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები