ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და
სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
ამ მიზნით, საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის, საქართველოს
აეროპორტების გაერთიანებას, 2 მილიონ 711 864 ლარის ტენდერი
[GEO230000394] აქვს გამოცხადებული.
სატენდერო
დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი
ზოლი, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით უნდა დაპროექტდეს E
კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ
747-400-800 ტიპის ხომალდებს.
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამიმოსვლო
ბილიკების TWY-A დ ა TWY-B რექონსტრუქცია, მათი მოდიფიცირება და E
კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის მორგება. ამასთან, საჭიროების
შემთხვევაში დამატებით დაპროექტდება ახალი სამიმოსვლო ბილიკიც.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი ასაფრენის ზოლის ასაშენებლად
დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში
უნდა მოახდინოს.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 19 ივლისს იწყება და 21-ში
მთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები