ახალი ამბები
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა.

დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შექმნა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები. გაჭედილია სანიაღვრე არხები.

უამინდობის გამო დაიტბორა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შიდა ნაწილიც, ჩამოიგრა ჭერის ფრაგმენტი, გადადებული იყო რეისებიც.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვიზიტორთათვის დღეს დაიკეტა დაცული ტერიტორიებიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი საქართველოში დღის ბოლომდე გაგრძელდება, ხვალ, 12 ივლისიდან კი გამოიდარებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.