მოსკოვი-ქუთაისის რეისი, რომელიც გუშინ, 10 ივლისს, 23:00 საათზე,
უნდა ჩამოფრენილიყო და
უამინდობის გამო გადაიდო, დღეს შესრულდა.
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო
აქციით უნდა დახვედროდნენ, თუმცა მათ დღევანდელი
რეისის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და მოქმედი სავიზო რეჟიმის
გაუქმების შესახებ ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი
მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო
ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს
შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოს პრეზიდენტი,
არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ქვეყნისთვის
საზიანოდ მიიჩნევენ.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე
ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.
ამავე თემაზე:
დატბორილი აეროპორტი, ჩამონგრეული ჭერის ნაწილი და
გადადებული რეისები ქუთაისში
"უარი რუსულ ავიაკომპანიებს!“ - ქუთაისის აეროპორტში
საპროტესტო აქცია დაიგეგმა
მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10
ივლისს, შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება
განაახლა
მასალის გამოყენების პირობები