უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად, დატბორილია საცხოვრებელი ეზოები, სახლები და
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალური
სამსახურები.
დილიდან დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ქუთაისის აეროპორტშიც, დატბორილი იყო
აეროპორტის შიდა ნაწილი, ჩამონგრეული იყო ჭერის ფრაგმენტი.
მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვიზიტორთათვის დღეს დაიკეტა
დაცული ტერიტორიებიც.
მასალის გამოყენების პირობები