ახალი ამბები
დატბორილი აეროპორტი, ჩამონგრეული ჭერის ნაწილი და გადადებული რეისები ქუთაისში
FaceBook
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.

არსებული ინფორმაციით, წყალი ასაფრენი სივრცის დარბაზში დგას, ჩამონგრეულია ჭერის ფრაგმენტიც. 




ამ დროისთვის აეროპორტის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.

აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გადადებულია რეისების ნაწილი.

დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wings-ს მოსკოვიდან პირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მიმდინარე წლის 10 მაისს მოაწერა. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.


ამავე თემაზე:


"უარი რუსულ ავიაკომპანიებს!“ - ქუთაისის აეროპორტში საპროტესტო აქცია დაიგეგმა

მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10 ივლისს, შესრულდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.