8 ივლისის ღამიდან 12 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონებში სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 ივლისს იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4
ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები