მერიაში ჯერ არ იციან რამდენი მოედნის რეაბილტაცია მოხდება მიმდინარე
წელს
ქუთაისის მერიამ, გასულ წელთან შედარებით მარტივი ტიპის მოედნების
რეაბილიტაციისთვის 90 ათასი ლარით მეტი გამოყო.
წელს მოედნების მოსაწყობად 350 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა,
ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან რამდენი მოედნის
რეაბილტაცია მოხდება მიმდინარე წელს. მერიაში მხოლოდ იმას
განმარტავენ, რომ პირველად მოხდა ბიუჯეტში მოედნის ექსპლოატაციისთვის
თანხის გათვალისწინება.
გასულ წელს ქალაქის მასშტაბით 12 მარტივი ტიპის მოედანი შპს "თეგიკა
უნივერსალმა" 260 ათას ლარად გააკეთა. შპს –მ ექსპერიმენტის სახით ერთ
მოედანზე ხელოვნური საფარი მოაწყო.
ახლად რეაბილიტირებული ერთ–ერთი მოედანი ავტოქარხნის დასახლებაში
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათავლიერეს და
ახალგაზრდებს საჩუქრად ფრენბურთის ბადე გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები