ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო
ცენტრის დირექტორად დაბრუნდა.
ტიკარაძე 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს
პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ გენერალური დირექტორის პოზიციას
იკავებდა.
2019 წლიდან კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო.
ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 2021 წლის ბოლოს დატოვა და ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები