ქუთაისში, 37 წლის თინათინ ორმოცაძე მე-7 შვილის დედა გახდა.
ინფორმაციას ქუთაისის ახალი #2 სამშობიარო სახლი ავრცელებს.
ახალშობილი მართა გალანტია და დედა თავს კარგად გრძნობენ.
გალანტიების ოჯახში 4 ვაჟი და 3 გოგონა იზრდება.
მრავალშვილიანი დედის თქმით, მშობლების სურვილია, შვილებს ბევრი
დედმამიშვილი ჰყავდეთ.
მასალის გამოყენების პირობები