წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებს ტრიქინელოზი დაუდასტურდა.
ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული
პარაზიტით ტრიქინელოზით ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული
ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.
როგორც წყალტუბოში მკვიდრი განმარტავს, ფარში ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ
ბაზარში შეიძინა, თუმცა ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს
წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ
ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან უკვე
განახორციელეს. მოკვლევა გრძელდება.
ქვეყნაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეს ტრიქინელოზის მეხუთე
დადასტურებული შემთხვევაა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ხორცის დამარილება,
შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ
სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული
ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2.
მასალის გამოყენების პირობები