ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში, ჯომარდობის ბაზის
მშენებლობა დასრულდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლესელიძის
ქუჩაზე გამშვები ბაზა მოეწყო, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე -
მიმღები.
,,ჯომარდობა რიონზე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა, როგორც ჩვენი
თანამოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის. აქედან
გამომდინარე, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებია ის პირობები,
რასაც აქამდე სთავაზობდა ქუთაისი ექსტრემალური სპორტის
მოყვარულებს.
ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩვენ, შევძელით აგვეშენებინა ახალი
გამშვები და მიმღები შენობები, რაც ვფიქრობ, უფრო გააუმჯობესებს
პირობებს და სპორტის ამ სახეობას მეტად პოპულარულს გახდის
დაინტერესებული პირებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა
იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ლესელიძის ქუჩაზე მდებარე გამშვები ბაზიდან საჩვენებელი დაშვება უკვე
გაიმართა.
ჯომარდობის ბაზის მოწყობაზე 1 892 149 ლარი დაიხარჯა. პროექტი
საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ იმერეთში, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე
რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 656
927 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებია დაფინანსებული და
განხორციელებული.
მასალის გამოყენების პირობები