ქუთაისში, ნინოშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება შადრევანს, საფეხმავლო
ბილიკებსა და მწვანე საფარს.
ამასთან, სკვერში საბავშვო ატრაქციონების, ძელსკამებისა და
დეკორატიული სანათების განთავსება იგეგმება.
ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ 1 250 756 ლარის
სანაცვლოდ ახორციელებს.
ხელშეკრულების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები 19 ივლისს უნდა
დასრულდეს.
ასეთი უნდა იყოს განახლებული ნინოშვილის
სკვერი
ნინოშვლის ბაღის რეაბილიტაცია, ბოლოს, 2012 წელს ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ განხორციელდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს
MTM-ის მიერ შესრულდა და სკვერის მოწყობითვის 560 865 ლარი
დაიხარჯა.
ამავე თემაზე:
"ნინოშვილის სკვერის" რეაბილიტაცია იგეგმება -
რეკონსტრუქციის ღირებულება ერთ მილიონზე მეტია
მასალის გამოყენების პირობები