თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 195 - 196 (ქ.
ზესტაფონი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 8
ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
გზის ამ მონაკვეთზე, დღეს და ხვალ (7 ივლისს), პირველი და მეორე
მთავარი სარკინიზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების
კაპიტალური შეკეთებაა დაგეგმილი.
შესაბამისად, 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე - ღამის
დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ
მონაკვეთში, მსუბუქი ავტომობილები ქალაქის გავლით იმოძრავებს, ხოლო
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები