საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ქუთაისში დახმარებას მიიღებენ.
ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველ თვეში 40 ლარით დაეხმარება.
აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე საუბრობს.
"პირველი რიგის მემკვიდრეებს კომუნალური გადასახადი, თვეში 40 ლარის ოდენობით ჩაერიცხებათ. ეს პროგრამა ახალია და მიმდინარე წელს ქუთაისში პირველად ამოქმედდება,"- ამბობს ჩიჯავაძე.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ახალი პროგრამის ბიუჯეტი 24 000 ლარს შეადგენს.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები