დღეიდან, 3 ივლისიდან, 2023 წლის გამოცდების დაწყებასთან
დაკავშირებით, ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტი 06:30 საათიდან
იმუშავებს.
მუნიციპალური ავტობუსების მოქალაქეებს შეცვლილი გრაფიკით 26 ივლისის
ჩათვლით მოემსახურება.
26 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით სრულდება.
2023 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია
გახსნილი.
საგამოცდო პროცესი №23, №17 და № 41 საჯარო სკოლებში
მიმდინარეობს.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში ჯამში 5 105 აბიტურიენტია
დარეგისტირებული.
წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
საგამოცდო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს თბილისში, ბათუმში,
ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში,
ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრებში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი აპლიკანტებისთვის
– სივრცეები სრულად არის აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, აუცილებელი
ინვენტარითა და კონდიცირების სისტემით. თითოეული ცენტრი
უზრუნველყოფილია სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით,
გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი
დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
საგამოცდო ცენტრები 2023 წელს ჯამში 75 000-ზე მეტ გამოსაცდელს –
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს,
მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის
ამაღლების მსურველებს მიიღებენ.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე
დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12
ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის
კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები