უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას,
Georgian
Airways-ს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ
ზელენსკის განკარგულებით უკრაინამ სანქციები დაუწესა
190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას.
სანქციები დაეკისრა 189 რუსს, ორ ბელორუსს და
ავიაკომპანია Georgian
Airways-ის
დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილსაც .
სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის აქტიური მხარდამჭერი
გახლდათ.
მაისში რუსეთმა საქართველოსთან ფრენების ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა,
ხოლო 20 მაისს
Georgian Airways-მა პირდაპირი რეისი განახორციელა რუსეთის
ფედერაციაში.
მასალის გამოყენების პირობები