ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი,
სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით საქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებს
06:30 საათიდან მოემსახურება.
„ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის აბიტურიენტებისა და
საგამოცდო პროცესში მონაწილე პირების დროული და უსაფრთხო
გადაადგილებისთვის“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
წელს, ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში,
ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში,
რუსთავში, ამბროლაურში, თელავსა და ხულოში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო
კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის
საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის
ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური
მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6
ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო
კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო
გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
მასალის გამოყენების პირობები