ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ მოლითის, ვახანის, ლეღვნის და წიფის
ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და გზის სავალი ნაწილი.
ამასთან, ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ხარაგაულის კინოთეატრის
მოსაზღვრე ჯებირი და შენობის მიშენების ნაწილი ჩაანგრია.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და სტიქიის სალიკვიდაციო
სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს,
მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის, რის მიხედვითაც
შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები