შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 9 კმ-იან
მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ
მონაკვეთზე მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის და ხელოვნური
ნაგებობების მოწყობა ხდება.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანთთან აკავშირებს
ტყიბულსა და ამბროლაურს.
პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები; ასევე,
ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და
საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8 მლნ.
ლარამდეა.
სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. სარეაბილტაციო
სამუშაოებს შპს "New Road" ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები