დღეს, 29 ივნისს, რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს, ქუთაისში,
"შლიაპების" პერფორმანსი მოეწყობა.
მოქალაქეები თეთრ ხიდზე „შლაპებით“ შეიკრიბებიან და გენიალურ
გაბრიაძეს, შავგულიძესა და მარჯანიშვილს გაიხსენებენ.
„ამ ერთ დღეს ზრდილობიანად მოვუხადოთ ქუდი ერთმანეთს, დავუკრათ თავი
და ისე თავაზიანად და სიყვარულით მოვეფეროთ, როგორც იმ გენიალურ
ფილმში და მთლიანად რეზო გაბრიაძის შემოქმედებაშია. ამით პატივი
მივაგოთ ჟორა შავგულიძეს, რეზო გაბრიაძეს, თეთრ ხიდს, პიკასოს ბიჭს და
მთლიანად ჩვენს უსაყვარლეს ქალაქ ქუთაისს.
გელოდებით 29 ივნისს, საღამოს 7 საათზე, გავმართოთ "შლაპების" დღე
თეთრ ხიდზე. ამაში ყველაფერი იქნება ნათქვამი და ნაგულისხმევი -
შავგულიძეც, მარჯანიშვილიც, გაბრიაძეც მისი აგულით და შავლეგით, თეთრი
ხიდი და ნიკო ნიკოლაძეც, ევროპაც და თვით პიკასოც კი“, - აღნიშნავენ
ორგანიზატორები.
მასალის გამოყენების პირობები