დღეიდან, 3 ივლისიდან, ქუთაისში ორი საზაფხულო (მორიგე) ბაღი
იფუნქციონირებს.
ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის
თქმით, მე-12 (მაისურაძის ქუჩა №7) და მე-17 (ბუხაიძის ქუჩა, მე-2
მიკრ. №14) ბაღები 28 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.
ქუთაისის საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 14 ივნისიდან
დაიწყო. აღსაზრდელთა მშობლებს შვილების დარეგისტრირება 24 ივნისამდე
შეეძლოთ.
ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია,
სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები