გაფიცულმა მაღაროელებმა, ხვალ, 25 ივნისს, მასშტაბური საპროტესტო
აქცია დააანონსეს.
ისინი თბილისში, პარლამენტის წინ, 19:00 საათზე შეიკრიბებიან და
მშვიდობიან აქციას გამართავენ. ამასთან, მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ
მოუწოდებენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ გვყავს სტუდენტები დედაქალაქში, გვყავს
რეგიონებიდან ხალხი, რომელიც მზად არის ჩვენთან ჩამოსავლელად, მაგრამ
გარკვეული სამუშაო პირობებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ მათ სამუშაო
საათებში აქ ჩამობრძანება, კვირას, საღამოს 19:00 საათზე, მე ყველას
გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი და არის უვადო. მინდა
შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ
პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და
დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში", - განმარტა ერთ-ერთმა
მაღაროელმა.
ჭიათურაში გაფიცვის მე-19 და შიმშილობის 13-ე დღეა. პარალელურად, მე-6
დღეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ჭიათურიდან ჩამოსული
მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
ისინი ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა
და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები