ქუთაისში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023" გრძელდება.
23 ივნისის, საფესტივალო რეპერტუარით წარმოდგენილი იქნება ვანის
სახალხო თეატრის სპექტაკლი „ვალი“ გურამ ბათიაშვილის ნაწარმოების
მიხედვით. რეჟისორი გიორგი სიხარულიძე.
სპექტაკლის ჩვენება გაიმართება ვანის თეატრში.
წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "დოდოს მოლოდინში" დათო ტურაშვილის
ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. დადგმა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს
ეკუთვნის.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
"თეატრალური იმერეთი 2023"- ში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე
მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს.
ფესტივალში მონაწილეობენ თეატრალური დასები იტალიიდან და
აზერბაიჯანიდან.
ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი.
პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები