„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საჩხერეში, აკაკი
წერეთლის მედლით დააჯილდოვეს.
მას ჯილდო წერეთლის სახელმწიფო მუზეუმზე „მრავალწლიანი ზრუნვისა და
მის რეაბილიტაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“ გადაეცა.
ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მუზეუმზე მრავალწლიანი ზრუნვისა და მის რეაბილიტაციაში შეტანილი
უდიდესი წვლილისთვის აკაკის მედლით ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაჯილდოვდა. აღსანიშნავია,
რომ 2015 წლიდან დღემდე მუზეუმისთვის ფონდის მიერ მილიონნახევარ ლარზე
მეტი იქნა გაღებული. აკაკის მედლით დაჯილდოვდა აგრეთვე ფარმაცევტული
კომპანია „ავერსი“-ს დამფუძნებელი პაატა კურტანიძე“,- აღნიშნულია
მერიის ინფორმაციაში.
აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელში პრემია „სხვიტორის“ გამარჯვებულთა
დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა. დაჯილდოვდნენ ოთხ ნომინაციაში
გამარჯვებული მწერლებიც.
პრემიის იდეის ავტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი
ცეზარ ლაშხი, ხოლო პრემიის დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა.
პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები