პროტესტის მე-17 დღეს, გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურაში დედები
უერთდებიან.
ისინი შვილებთან ერთად შიმშილობას გეგმავენ და პროტესტის
უკიდურეს ფორმას იქამდე მიმართავენ, ვიდრე გ მაღაროელების
ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
გაფიცულების ნაწილი ადგილზე, ხოლო ნაწილი თბილისში აგრეძელებს
პროტესტს. მათ პარლამენტთან კარვები აქვთ გაშლილი, სადაც მეოთხე ღამე
გაათენეს.
„ჭიათურაში, მოშიმშილე ბიჭების დედები, მეუღლეები აპირებენ,
შეუერთდნენ შიმშილობის პროტესტს. შიმშილობის მე-11 დღეა და ,
სამწუხაროდ, მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მეტად მძიმდება.
ამიტომ, მივმართავთ კომპანიას, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება,
დაგვთანხმდნენ იმ პირობებზე, რაც ჩვენ გვაქვს წამოყენებული. მონურ
ცხოვრებას გვირჩევნია ასე ვაჟკაცურად შევეწიროთ ამ საქმეს",-
ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.
"დღეს მოშიმშილეების დედებიც იწყებენ შიმშილობას, ჩვენც
შევუერთდებით და იმ 3 500 კაცის ბედი და ცოდვა, რაც დატრიელდება,
იქნება ამათსა (ხელისუფლებას) და იმ კომპანიის კისერზე",-
განმარტას გაფიცული მაღაროელი სინომ მიქაცაძე.
ჭიათურაში გაფიცვის მე-17 და შიმშილობის 11-ე დღეა. მაღაროელები
ხელფასების 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და
შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ. დაანონსებული აქვთ მორიგი აქციაც,
რომელიც პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება.
ამ ფონზე, დათმობაზე წასვლას არ აპირებს "ჯორჯიან მანგანეზი", სადაც
აცხადებენ, რომ კომპანია წლებია ზარალიანია და ამიტომ, თანამშრომლების
მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია. ისინი გაფიცულებს
სთავაზობენ, გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს ფინანსური
დოკუმენტები და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღონ.
ამავე თემაზე:
„ვბრძოლობთ, რომ ოჯახში მივიტანოთ ლუკმა-პური“-
მაღაროელების პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა
"ხელფასის მომატება ალოგიკურია" - "ჯორჯიან
მანგანეზი“ გაფიცულების მოთხოვნაზე
მასალის გამოყენების პირობები