22-23 ივნისს სინოპტიკოსები კვლავ ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს
უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი,
ელჭექი, სეტყვა და ქარი.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს
პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები