ახალი ამბები
საინიციატივო ჯგუფი მაღაროელებისთვის მართვის უფლების გადაცემას მოითხოვს
FaceBook
საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისთვის“ მაღაროელების გაფიცვის საკითხს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

"ერთად ჭიათურისთვის" წევრები აცხადებენ, რომ თუ “ჯორჯიან მანგანეზი“ მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, მართვის უფლება მაღაროელებს უნდა მიეცეთ.

"სიმდიდრე, რომელიც ჭიათურაში მოიპოვება, ეკუთვნის ჭიათურლებს, მშრომელ ხალხს! ეს ხალხი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მატებისათვის უკვე მე-14 დღეა იბრძვის! მიმართეს პროტესტის ყველა უკიდურეს ფორმას - შიმშილობა, პირის ამოკერვა და ბოლოს თვალების ამოკერვა. ამ დროის განმავლობაში კომპანია არ თანხმდება მშრომელებისათვის ხელფასების მომატებას და აცხადებს რომ კომპანია არარენტაბელურია (რაც საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ გვჯერა).

თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მშრომელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არ არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა, მაშინ მანგანუმის მოპოვების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ამ მშრომელ ხალხს, მაღაროელებს უნდა მიეცეთ მართვის უფლება!"
, - აღნიშნულია "ერთად ჭიათურისთვის" განცხადებაში.

ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას ნდობით აღჭურვილი მაღაროელთა ჯგუფი და ჩაუდგეს მანგანუმის მოპოვებას სათავეში, რათა თითქმის ყოველ წელს არ უწევდეთ მშრომელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისათვის მიმართვა.

ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი გაფიცულმა პირი ამოიკერა.

ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.

მაღაროელების ნაწილმა დღეს თბილისში გადაინაცვლა. ისინი პარლამენტთან მშვიდობიანი აქციას 16:00 საათზე გამართავენ. 

ამავე თემაზე:

გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში

"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადება

"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო დამცველს ელოდებიან

„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო დამცველი

მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო

მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის ქუჩებში

მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში

„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.