დღეს, 19 ივნისს, თბილისში, მაღაროელების მხარდამჭერი აქცია
გაიმართება.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, მოქალაქეები პარლამენტის წინ
16:00 საათზე შეიკრიბებიან და გაფიცულებს სოლიდარობას
გამოუცხადებენ.
„10 ადამიანი, რომელიც უკვე 8 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით
სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი
და თვალები ამოიკერეს. შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე
ფორმებს და ამ პროცესში “ჯორჯიან მანგანეზისა” და ხელისუფლების
პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ
არსებობისთვის ითხოვენ შველას. ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა
კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა
ინტერესებს იცავდეს. ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ
“მედიატორის” როლში გვევლინება, ხოლო “ჯორჯიან მანგანეზის”
წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის
მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა
და სამუშაო საათების შემცირებისა.
სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის ზრდა და 12
საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება! ეს პრობლემები დღეს
მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება
რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან. ვალდებული ვართ ჩვენც მათთან
ერთად დავიცვათ მათი უფლებები, ამიტომ, დღეს, 19 ივნისს პარლამენტის
წინ!“, - აღნიშნულია „სირცვვილიას“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი
მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის
ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი
გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა
და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მაღაროელების ნაწილი პროტესტს
თბილისში გააგრძელებს, ნაწილი კი კვლავ ჭიათურაში დარჩება და აქციებს
აქ გამართავს.
ამავე თემაზე:
გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე
ჭიათურაში
"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის
მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან
მანგანეზის" განცხადება
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის
შეთანხმება მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს,
სახალხო დამცველს ელოდებიან
„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო
დამცველი
მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში
შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო
მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის
ქუჩებში
მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს -
პროტესტის მე-8 დღე ჭიათურაში
„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან
აღებული კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
მასალის გამოყენების პირობები