გაფიცვის მე-14 დღეს, მაღაროელების ნაწილი პროტესტს თბილისში
გააგრძელებს, ნაწილი კი კვლავ ჭიათურაში დარჩება და აქციებს აქ
გამართავს.
მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიას მათ მიმართ დამცინავი
დამოკიდებულება აქვს, არც დათმობაზე მიდის, ამიტომ ისინი მთავარი
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თბილისში გადაინაცვლებენ.
ათეულობით ადამიანი ჭიათურიდან დედაქალაქში 13:00 საათიდან წავა,
16:00 საათზე კი პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.
ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი მე-14 დღეა გაფიცულია. 10 მათგანი
მე-8 დღეა შიმშილობს. გუშინ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროტესტის
ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა ხელები დაისერა, მანამდე კი
გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა
და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ
„ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად
მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან
ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც (პირველ ეტაპზე
5%-ით). გაფიცულები კი ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება,
სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმყოფილდება.
ამავე
თემაზე:
გაფიცულმა
მაღაროელმა პირი ამოიკერა - პროტესტის მე-11 დღე
ჭიათურაში
"განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით
განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები" - "ჯორჯიან მანგანეზის"
განცხადება
"ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება
მიიღწეს"- სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩავიდა
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები, დღეს, სახალხო
დამცველს ელოდებიან
„ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში" - სახალხო
დამცველი
მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, პროცესში შრომის
ინსპექციის სამსახური ჩაერთო
მაღაროელების პროტესტი და მსვლელობა ჭიათურის
ქუჩებში
მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს - პროტესტის მე-8 დღე
ჭიათურაში
„ხელფასების გადახდას კომპანია ბანკებიდან აღებული
კრედიტებით ახერხებს" - "ჯორჯიან მანგანეზი"
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში
მასალის გამოყენების პირობები