რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური
რეჟიმი, დღეიდან, 17 ივნისიდან, შეიცვალა.
ახალი რეჟიმის მიხედვით, დღეს, დილის 6 საათიდან, რიკოთის
საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და
სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით
გაიზარდა.
კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00
საათამდე იმოძრავებს. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00
საათიდან 05:00 საათამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო
მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები