გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისს, საქართველოში,
სითბოს ფონზე წვიმიანი ამინდი იქნება შენარჩუნებული.
ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი -
სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი
იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან
ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და
სეტყვა აღინიშნოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები