ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დავით ხახალეიშვილის
სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის მიხედვით, განახლდა შენობის გარე იერ-სახე და ინტერიერი,
მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი
წერტილები.
ჭიდაობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603 465 ლარით რეგიონული
განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
განახლებული დარბაზი ძიუდოში ქუთაისის ღია პირველობით გაიხსნა
(2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის).
.
აღნიშნულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას (თავისუფალი ჭიდაობა,
ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო) 900-მდე ახალგაზრდა
ეუფლება.
მასალის გამოყენების პირობები