ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ
გრიგოლ ნარსიას 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმეზე განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.
დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს არაობიექტურად აფასებს და
გასაჩივრებას არ გამორიცხავს.
38 წლის გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე
მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს,
ვერტმფრენს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვდა. თავდამსხმელმა ბანკში
იმ დროისთვის მყოფი 14 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მას ბრალი შემდეგი მუხლების შესაბამისად ჰქონდა წარდგენილი: სსკ-ის
236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება);
სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი); სსკ-ის 329-ე
მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული
მიზნით).
მასალის გამოყენების პირობები