ჭიათურელმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო კონკურსზე, RoboCupJunior-ში
მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება ხორვატიაში, ქალაქ ვარაძინში, 7-10 ივნისს გაიმართა.
რობოტიკის კურსდამთავრებულებისგან შექმნილმა GeoTeam-ის გუნდმა
კონკურსზე რობოტი წარადგინა, რომელსაც დაბრკოლების გადალახვა,
ევაკუაციის ზონაში შეღწევა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა
შეუძლია.
„ეს იყო საერთაშორისო ოლიმპიადა საუკეთესო გუნდების ევროპის ნაწილში.
ჩვენ რომ აქ ვერიფიკაცია გავიარეთ, იყო ძალიან დიდი მიღწევა. მთავარი
შედეგი დადგა ის, რომ ჩვენმა, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრმა, მიიღო
შესაძლებლობა, სექტემბრიდან შევქმნათ კომიტეტი და განვსაზღვროთ ვინ
წარადგენს საქართველოს 2024-ში მსოფლიო ჩემპიონატზე რობოტიკის
მიმართულებით“,- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.
RoboCupJunior-ი რობოტების ფედერაციის განყოფილებაა, რომელიც მიზნად
ისახავს რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციას დაწყებით
და საშუალო სკოლის მოსწავლეებში. რობოქაფი ასევე ხელს უწყობს და მხარს
უჭერს ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია სამეცნიერო და
პროფესიულ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს
გარეთ.
მასალის გამოყენების პირობები